воскресенье, 30 апреля 2017 г.

ტრენინგის IIIდღე

   ტრენინგის მესამე დღეს მუშაობა  დავიწყეთ პროექტის მეორე მოდულის  გეგმაზე მუშაობით.გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები. დავისახეთ სასწავლო მიზნები, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები და ყურადღება  გავამახვილეთ საკვანძო  კითხვებზე,რომლითაც მიმართულება უნდა ავირჩიოთ .
  გავიაზრეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი, განვსაზღვრეთ შეფასების ფორმები.გავაანალიზეთ პროექტის შესარჩევად თემატიკა ,ვისაუბრეთ ,თუ როგორ ხდება მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება და როგორ ხდება პროექტის თემასთან სტანდარტით გათვალისწინებული ინდიკატორების მორგება  . ვისწაველეთ პროექტისათვის საჭირო რესურსის ბროშურის  დამზადება ,დავადგინეთ განსხვავება პროშურას,  ფლაერსა და კედლის გაზეთს შორის .დღევანდელი დღე საინტერესო გახლდათ . მოუთმენლად მოველი ხვალინდელ ტრენინგს .ვფიქრობ  ის დღეც ნაყოფიერად ჩაივლის.


Комментариев нет:

Отправить комментарий

ლიანა ბედინაძის პროექტის პორტფოლოის სანახავად იხილეთ ბმული