воскресенье, 7 мая 2017 г.

ტრენინგის მე-9 დღე

     დღეს გავიარეთ მერვე მოდული, ვნახეთ სხვადასხვა ვერსიები , გავაანალიზეთ  და გავაკეთეთ უკუკავშირები. ვისწავლეთ მისი ატვირთვა ბლოგზე და შევაჯამეთ ტრენინგი.
   ინტელის პროექტით გათვალისწინებული  სწავლების ცხრადღიანი ტრენინგი დასრულდა ,, რომელიც საინტერესო გახლდათ .  ვფიქრობ საფუძვლიანი და სასწავლო პროცესში დანერგვა  საშუალებას  მომცემს სასწავლო აქტივობები დავუკავშირო რეალურ ცხოვრებისეულ  სიტუაციებს. მისი საშუალებით მოსწავლეები  შეიძენენ 21 -ე საუკუნის უნარ- ჩვევევბს , განივითარებენ აზროვნების  მაღალ დონეებს და ხელი შეეწყობათ  ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად .
   ინტელის მოდულები დამეხმარება  სორად ,  და მიზნობრივად გავწერო პროექტის საფეხურები.  ტრენინგზე წარმოდგენილი მასალა  საკმაოდ საინტერესო აქტივობებითააა დატვირთული.  რაც უაღრესად შემეცნებითია და მოსსწავლის სწავლისადმი  მოტივაციის  განმსაზღვრელი.
      ინტელის მოდულების სწავლებაში , მისი თითოეული ეტაპების წვდომაში დიდი წვლილი მიუძღვის  ტრენერს  ,მისი თავდაუზოგავი შრომა დასაფასებელია ,მის მიერ სწორი გეზის მიცემა , სიმარტივე დახმარება , ყურადღება  შეუფასებელია , მან საშუალება მომცა გამეგო და ამეთვისებინა ჩემთვის საინტერესო საკითხი, რასაც პროექტებით სწავლება ჰქვია .
     პროექტებით სწავლება ხელს უწყობს  მოსწავლეთა შემოქმედებითი წარმოსახვისა და ტექნოლოგიების ეფექტურად  გამოყენების  უნარის განვითარებას და შესასრულებებლი სამუშაოს არჩევითობის საშუალებას იძლევა..
   პროექტებით სწავლა მოითხოვს სხავადსხავა პედაგოგებთან ერთობლივ საქმიანობას, ურთიერთთანამშრომლობას, აზრთა და გამოცდილებათა გაზიარებას.
ტრენინგის დროს:

  •     შევქმენი პორტფოლიოს საქარალდეები, რომელიც ხელს შემიწყობს სხვადასხვა  დოკუმენტები და მასალები  დავალაგო გარკვეული სტრუქტურის  მიხედვით, რაც საშუალებას  მოგვცემს შევინახოთ და  მარტივად მოვძებნოთ პროექტის მსვლელობისას შექმნილი მასალები;
  • განვსაზღვრე პროექტის თემა;
  • განვსაზღვრე მიზანი;
  • გამოვყავი ე ს გ  -ის  ინდიკატორები ;
  • შევქმენი ბროშურა პროექტის მოკლე მიმოხილვით, ძირითადი აქტივობებითა და მიზნების  ჩამონათვალით.
  • ჩამოვწერე ზოგადი თემატური და შინაარსზე ორიენტირებული კითხვები
  • გავეცანი პორტფილიოს  ჩეკლისტებს, რამაც  საშუალება მომცა სწორი მიმართულებით წარმემართა პროექტი.
  •  შევარჩიე  აქტივობები;
  •  შევქმენი რესურსები პროექტის განსახორციელებლად ;
  •  ეტაპობრივად გავწერე პროექტის ნაბიჯები;
  •  აქტივობებში გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები, ინდივიდუალური შესაძლებლობების მქონე ბავშვები
  • შევადგინე შეფასების რუბრიკები, კრიტერიუმები და ფორმები.
  •  ავაწყვე პროექტის საპრეზენტაციო ფორმა pover point-ის პროგრამაში.
  • ამავე პროგრამაში ავაწყვე მოსწავლის საპრეზენტაციო მასალა, შეფასებისა და  მითითებული ჩეკლისტების გათვალისწინებით.
  • შევავსე პროექტის ფარგლებში მოცემული ცხრილები;
  • შევქმენი ბლოგი და ავტვირთე პროექტის საქარალდეები;
  •  ვისწავლე, თუ როგორ უნდა დავიცვა  საავტორო უფლებები;
  •  როგორ უნდა მივაწოდო მოსწავლეებს საძიებო  სისტემაში მოსაძიებელი მასალა.

  • მიმაჩნია, რომ  ინტელის ტრენინგი საინტერესო იყო , მისი ცოდნა აუცილებელია პედაგოგისათვის . ბევრი საკითხი გასაგები, მისაღები და საყურადღებოა .
  • მივიღე უკუკავშირები ,რაც დამეხმარება შემდგომში პროექტის დაგეგმვაში. ვფიქრობ,  დროა დაფიქრება  ჩაღრმავება და პროექტის ეტაპების სწორად გაწერა. 


მადლობა ტრენერს ქალბატონ დიანას სრულყოფილად მასალის მოწოდებისათვის.


ტრენინგის მე-8 დღე

    \მერვე დღე საკმაოდ შრომატევადი იყო. ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტისთეორიაზე, აღქმის სხვადასხვა სტილზე, დიფერენცირებული სწავლების ტიპები მოვარგეთჩვენს გეგმას. დავათვალიერეთ ფასილიტაციის სხვადასხვა რესურსი და შევქმენით ჩვენინიმუშები. ბოლოს, გადავხედეთ ჩვენ-ჩვენ საქაღალდეებს და მოვახდინეთ ბოლო ჩასწორება ნამუშევარში. დღე იყო საინტერესო და შრომატევადი.
ტრენინგის მე-7 დღე

მეექვსე დღეზე უფრო საინრეტესოდ წარმართა მე-7 დღე.  გავეცანით პროექტის მონახაზს ზოგადად.. როგორ უნდა მიმდინარეობდეს პროექტი.ეტაპობრივად. როგორ შევარჩიოთ აქტივობები პროექტისთვის,
როგორ წარვმართოდ ინდივიდუალური მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლესთან  .როგორ ვამუშაოთ ინდივიდუალურად. როგორ შევაგროვოთ მოსწავლეთა მიერ. წარმოდგენილი ნიმუშები..  შესრულებული ნახატი თუ ინტერნეტით მოძიებული..
ტრენინგის მე-6 დღე

 ტრენინგის მეექვსე დღე  განსაკუთრებით საინტერესოდ წარიმართა  მივიღეთ რჩევები და მეთოდები უკუკავშირისათვის ,გავიგეთ, რომ მოსწავლეს, პროექტზე მუშაობის დროს დეტალური რჩევა უნდა მივცეთ, კონსტრუქციული უკაუკავშრის დროს აუცილებლად პოზიტიური შეფასებით უნდა დავიწყოთ .რომ არსებობს აღწერითი უკუკავშირი და შეფასებითი უკუკავშირი. უკუკავშირი კარგია თუ ის დროულია,  პროდუქტის შექმნის შემდეგ  უკუკავშირი დაგვიანებულად ითვლება  .უკუკავსირი ორი -სამი მნიშვნელოვანი კომენტარით უნდა შემოვიფარგლო.
გავეცანით ტექსტურ რედაქტორს  ვისწავლეთ მისი გამოყენება.ჩასმა , წაშლა და ა. შ
 გავეცანით შეფასების 5 სრატეგიას ,  რუბრიკებს , ჩეკლისტებს და მათი გამოყენების  წესებს. გავეცანით  რა არის ჰიპერბმული .გავეცანით  საავტორო უფლებებს. გავიარეთ საავტორო უფლებების ტესტი. დავათვალიერეთ  მოსწავლეთა ნაშრომები  პრეზენტაციები და ა. შ.

ტრენინგის მე-5 დღე
მუშაობა დავიწყეთ შეფასების სტრატეგიებით გავეცანით  ხუთ ძირითად სტრატეგიას შეფასების მეთიდებს, მიზნებს ,გამოყენებას და შეფასების ინსტრუმენტებს.  დავხვეწეთ პროექტის გეგმა  გავაანალიზეთ როგორ მიაღწიოს მოსწავლემ  სწავლის თვითრეგულირებას,  .როგორ შაფასოს საკუთარი შესა\ძლებლობები . ვისაუბრეთ დამოუკიდებელი სწავლების წახალისების შესახებ  .განვიხილეთ პროგრესის მონიტორინგის სტრატეგია, რომელიც ეხმარება მოსწავლეს პროექტის განხორციელებისას მისი ცოდნის წინსვლის დადგენაში.
 სტრატეგიებზე გაგების შემოწმება.ვისწავლეთ მეტაშემეცნება არის გონებრივი კონტროლი.როგორ შექმნან
ტრენინგის მე-4 დღე

 ტრენინგის მეოთხე დღეც საინტერესო აღმოჩნდა .
მუშაობა დავიწყეთ ბლოგის დიზაინით  ვისწავლეთ ფოტოგალერიიდან სურათების გადმოსმა.ვისწავლეთ პროექტის სათაურის შერჩევა  ზოგადი თემატური და შინაარსობლივი კითხვების დასმის ხელოვნება.გავეცანით ჩვენი პროექტის გეგმის ხარისხის შესამოწმებელ ჩეკლისტს .

воскресенье, 30 апреля 2017 г.

ტრენინგის IIIდღე

   ტრენინგის მესამე დღეს მუშაობა  დავიწყეთ პროექტის მეორე მოდულის  გეგმაზე მუშაობით.გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები. დავისახეთ სასწავლო მიზნები, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები და ყურადღება  გავამახვილეთ საკვანძო  კითხვებზე,რომლითაც მიმართულება უნდა ავირჩიოთ .
  გავიაზრეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი, განვსაზღვრეთ შეფასების ფორმები.გავაანალიზეთ პროექტის შესარჩევად თემატიკა ,ვისაუბრეთ ,თუ როგორ ხდება მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება და როგორ ხდება პროექტის თემასთან სტანდარტით გათვალისწინებული ინდიკატორების მორგება  . ვისწაველეთ პროექტისათვის საჭირო რესურსის ბროშურის  დამზადება ,დავადგინეთ განსხვავება პროშურას,  ფლაერსა და კედლის გაზეთს შორის .დღევანდელი დღე საინტერესო გახლდათ . მოუთმენლად მოველი ხვალინდელ ტრენინგს .ვფიქრობ  ის დღეც ნაყოფიერად ჩაივლის.


ლიანა ბედინაძის პროექტის პორტფოლოის სანახავად იხილეთ ბმული